სოფელ ზენითი სკოლა დაიხურა

26 მაისი 2021, 13:03 909 ნახვა

კორონავირუსის გამო, სოფელ ზენითის საჯარო სკოლა 1 ივნისამდე დაიხურა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, სკოლაში ერთი პედაგოგია ინფიცირებული. მისივე განმარტებით, ამის გამო საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მიიღო გადაწყვეტილება სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადასულიყო.

სკოლის დირექტორის განცხადებით, პედაგოგთან კონტაქტში მყოფ პირებს პირველადი ტესტირებისას უარყოფითი პასუხები მოუვიდათ,  განმეორებითი ტესტირება კი 31 მაისს ჩატარდება. კორონავირუსის გამო დაიხურა ქობულეთის N5 საბავშო ბაღის ერთი ჯგუფიც. აქ ვირუსი ერთ-ერთ აღსაზრდელს დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში