იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი მოსამართლე წევრის არჩევას ხმაური მოჰყვა

26 მაისი 2021, 19:03 1114 ნახვა

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს 4 წევრი აირჩიეს. კერძოდ, ლევან მიქაბერიძე, თემურ გოგოხია, ბადრი შონია და გელა აბუსერიძე. საბჭოს წევრები აქციის ფონზე აირჩიეს.

შედეგების გამოცხადების შემდეგ კი, შენობაში მყოფი ერთერთი აქტივისტი სკანდირებდა "სირცხვილია", რის შემდეგაც ის დაცვამ გაიყვანა. მოქალაქეები მოითხოვდნენ გადაიდოს იმ ოთხი მოსამართლის არჩევა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  სასამართლოს სისტემის მმართველ რგოლში იმუშავებენ.

აქციაზე იმყოფებოდნენ, როგორც აქტივისტები, ისე პოლიტიკოსები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კონფერენციის გამართვით და ახალი წევრების არჩევით ირღვევა ევროპული საბჭოს პრეზიდენტით შემდგარი შეთანხმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში