პოლონეთი საქართველოს ერთგული და ძლიერი მხარდამჭერია - სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი 2021, 12:35 821 ნახვა

14 ივნისს იმართება ნატო-ს სამიტი და ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოსა და მეგობარი უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა და იყოს ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს ერთგული და ძლიერი მხარდამჭერია. 

''გუშინ პოლონეთის პრეზიდენტი იყო საოკუპაციო ხაზზე, ესეც არის დიდი ნიშანი, თუ რამდენად იზიარებს პოლონეთი საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას. მინდა მადლობა მოვახსენო პოლონეთს, იმისთვის, რომ პირველი დღიდან მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ხელმძღვანელობს ამ მისიას და მას უნდა მიეცეს მეტი საშუალება და საბოლოოდ, რაც გათვალისწინებულია 2008 წლის შეთანხმებაში, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეცეს საშუალება დააკვირდეს თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს იქნება დეესკალაციის ერთ-ერთი საშუალება, თუ არა საბოლოო გადაწყევტილება, ამ ძალიან რთული საკითხის.

საქართველოს მიმართ არის მეტი სოლიდარობა, იქ სადაც არიან ქვეყნის მეგობრები და პარტნიორები ევროკავშირი და ნატო.

ორივე მიმართულებით, აქაც პოლონეთი არის ჩვენი ერთ-ერთი ერთგული და ძლიერი მხარდამჭერი. ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის ამ ორივე ორგანიზაციასთან მიმართებით. ბევრი ეტაპი გავიარეთ და ბევრის ინიციატორი იყო პოლონეთი. დღეს ევროკავშირთან მიმართებაში ახალი ეტაპები გვჭირდება, რითაც ჩვენ საბოლოო გეგმას მივაღწევთ'' - განაცხადა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ზაზა გახელაძის გატაცების საკითხზე ისაუბრა.

„მას გამოუტანეს 12-წლიანი განაჩენი და ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ის მალე დაბრუნდეს ოჯახში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე. 

ორბელიანების სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდასა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში