კორონავირუსის შემთხვევების გამო ქედაში ორი ბაღი დაიხურა 

27 მაისი 2021, 13:26 1993 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქედაში, სოფელ მახუნცეთისა და პირველი მაისის საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა. ვირუსი თავდაპირველად ერთ ბავშვს და აღმზრდელის თანაშემწეს დაუდასტურდა, შემდეგ კი გაფართოებული კვლევის დროს კოვიდი აღმზრდელსაც დაუდგინა.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდა. მიმდინარეობს შენობების დეზინფექცია. 

აიშე თებიძის ინფორმაციით, სხვა საბავშვო ბაღებში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა და სააღმზრდელო პროცესი გრძელდება. 

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში