9 რელიგიური ორგანიზაცია პარლამენტს უჩივის

27 მაისი 2021, 19:50 1307 ნახვა

9 რელიგიური ორგანიზაცია პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. ისინი საგადასახადო კოდექსის იმ ჩანაწერს ასაჩივრებენ, რომლითაც  დღგ-ს და იმპორტის გადასახადით მხოლოდ საპატრიარქოს მიერ შემოტანილი რელიგიური პროდუქცია არ იბეგრება. რელიგიური ორგანიზაციების შეფასებით, ისინი არათანაბარ მდგომარეობაში არიან და კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება ირღვევა. რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ დაიცავს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში