გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი - ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 75% ''ინდურ ვარიანტთან'' არის დაკავშირებული

28 მაისი 2021, 11:21 698 ნახვა

გაერთიანებულ სამეფოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის ინდური ვარიანტით ინფიცირების 3 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 75% „ინდურ ვარიანტთან“ არის დაკავშირებული.

ინდური ვარიანტის გავრცელებამ კითხვები წამოჭრა იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ბრიტანეთის მთავრობა ინგლისში „ლოქდაუნის“ სრულ გაუქმებას 21 ივნისს. ჰენკოკის განცხადებით, ამის  თქმა  ჯერ ადრეა.

 „ინდური ვარიანტის“ გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთის ხელისუფლებამ გაერთიანებული სამეფოდან ქვეყანაში შესვლა შეზღუდა. მანამდე გაერთიანებული სამეფოდან მგზავრობაზე შეზღუდვები დააწესეს გერმანიამ და ავსტრიამაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში