შუახევის საკრებულოს 18-ვე წევრმა თავმჯდომარის მოადგილის გადაყენებას მხარი დაუჭირა

28 მაისი 2021, 18:12 1165 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს ფარული კენჭისყრით ერთხმად თანამდებობიდან, გადააყენა შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ზოიძე. დეპუტატებმა გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელი სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე უძღვებოდა.

რაც შეეხება ვახტანგ ზოიძეს, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილე ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ წასვლის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში