ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში შესასვლელად ემზადება

29 მაისი 2021, 15:40 1231 ნახვა

ხვალ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე გადაწყდება შევა თუ არა პარტია საქართველოს  პარლამენტში. ამასთან ოპოზიცია ორშაბათიდან შესვლას გეგმავს აჭარის უმაღლეს საბჭოში.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში იმსჯელა, იქედან დაბრუნების შემდეგ კი, შეხვედრები პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად რეგიონებშიც გამართა.როგორ აფასებენ მმართველი გუნდის ოპონენტების ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები?

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში