ენმ-ის ბრიფინგი

31 მაისი 2021, 12:44 1071 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში დღეს ქობულეთში, სოფელ ბობოყვათთან 28 ჰექტარი სანაპირო ზოლის პრივატიზაციის პროცესი გააპროტესტეს. რეზო ხარაზის განცხადებით, აქ კვადრატული მეტრი 150 დოლარზე მეტი ღირს, ხელისუფლება კი 51 დოლარად ასხვისებს, რადგან კორუფციული ინტერესი აქვს. ხარაზის თქმით, ტერიტორიით ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების ჩინოვნიკები არიან დაინტერესებულები. აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი, ტიტე აროშიძე კი აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს პრივატიზაციის პროცესს, რაც ოპოზიციას არ მოსწონს და ნეგატივს ეძებს იქ, სადაც არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში