კობახიძის ულტიმატუმი და ენმ-ის პასუხი

31 მაისი 2021, 15:00 1254 ნახვა

თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს -თქვა ირაკლი კობახიძემ. იგი ულტიმატუმს უყენებს პარტიას, რომელმაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. კობახიძის განცხადებიდან ირკვევა, რომ პრივილეგიების გარდა, რაც საპარლამენტო თანამდებობების დაკავებასაც მოიაზრებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვერ ჩაერთვება სამუშაო ჯგუფების მუშაობაშიც, რომლებიც საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე მუშაობენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში