ქობულეთის საკრებულოს სხდომა

31 მაისი 2021, 15:54 964 ნახვა

საკრებულოს  სხდომა გაიმართა ქობულეთშიც. დეპუტატებმა 5 საკითხი განიხილეს, განსაკუთრებული ხმაური მეორე საკითხს მოჰყვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 836-ათასი ლარი გამოიყო. თანხა თანაბრად გადანაწილდება სხვადასხვა სოფელზე და ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. ენმ-ში მიიჩნევენ, რომ პროექტი წინასაარჩევნოდ აამოქმედეს და ამით ამომრჩეველზე ზემოქმედება სურთ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში