ბინები მრავალშვილიანებს ბათუმში

31 მაისი 2021, 20:04 1678 ნახვა

საკრებულოს სხდომა გაიმართა ბათუმშიც, იმის მიუხედავად საკითხი დღის წესრიგში შეტანილი იყო ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის დიმიტრი ჭეიშვილის  ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის  პოსტიდან გათავისუფლების შესახებ დღევანდელ სხდომაზე აღარ უმსჯელიათ.

საკრებულოს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის თავად ჭეიშვილმა მიმართა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, საკრებულოს გადაწყვეტილებით 15  მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა. პროგრამაში შეტანილი ცვლილების მიხედვით ბინები გადაეცემათ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც 6 და მეტი შვილი ჰყავთ.

საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში