მთავრობის ფორმირება

13 ნოემბერი 2016, 00:00 3418 ნახვა

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა  სავარუდოდ  18 ნოემბერს  გაიმართება.  მთავრობის განახლებული შემადგენლობა  ნდობის  გამოსაცხადებელად  გიორგი კვირიკაშვილმა ახალ პარლამენტს პირველი სხდომიდან არაუგვიანეს 2 კვირაში უნდა წარუდგინოს. ახალი მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურად დასახელებამდე მხოლოდ დიმიტრი ქუმსიშვილი ადასტურებს, რომ  სამთავრობო გუნდში რჩება, თუმცა   რომელ პოზიციაზე არ აკონკრეტებს. არ არის გამორიცხული ქუმსიშვილმა ეკონომიკის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გადაინაცვლოს.  პრემიერის გადაწყვეტილებას ელოდება  დავით სერგეენკო. 

ამავე კატეგორიაში