ევროპარლამენტარის მოწოდება ენმ-ს

01 ივნისი 2021, 11:05 943 ნახვა

„მომწონს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თავიანთი მანდატების აღება და პარლამენტში მუშაობის დაწყება, როგორც ამას ამომრჩეველი ავალდებულებს.

შემდეგი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრილის შეთანხმების ხელმოწერა უნდა გახდეს. ეს ნიშნავს რეალურ პასუხისმგებლობასა და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ტვიტერზე“ წერს.

შეგახსენებთ, 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტს  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ აწერს, თუმცა  პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის მიუხედავად,  ისინი საკანონმდებლო ორგანოში დღესაც არ გამოჩენილან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში