თურქეთთან სახმელეთო მიმოსვლა აღდგა

01 ივნისი 2021, 12:12 7040 ნახვა

ერთი წლისა და 2 თვის შემდეგ საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა. დღეიდან თურქეთთან სახმელეთო მიმოსვლა აღდგა. დაწესებული შეზღუდვების გამო, საბაჟო პუნქტი 10:00-დან 20:00-საათამდე მუშაობს.

საზღვრის კვეთა კი შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით. ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ კოვიდზე კვლევა. 

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიან ვიზიტებს მეზობელ ქვეყანაში, იმ შემთხვევაში თუ პისიარ ტესტი ჩატარებიდან 72 საათში შეძლებს პირი უკან დაბრუნებას, სამ დღეში განმეორებით ტესტირებას ჩაიტარებს. ან მეორე ალტერნატივა არის 8 დღიანი თვითიზოლაცია. 

დღეს სარფში საქართველოს ფინანსთა მინისტრი იმყოფებოდა. ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ საბაჟო გამშვები პუნქტები სრულ მზადყოფნაში არიან, რომ ვიზიტორები მიიღონ.

მინისტრის თქმით, მალე ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, ეს კი ქვეყანას ტურიზმის სექტორის ნაწილობრივ აღდგენაში დაეხმარება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში