მეუფე იაკობის კრიტიკა გახარიას

01 ივნისი 2021, 17:57 992 ნახვა

ბოდბელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესია ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას მხარს არ დაუჭერს. ამის მიზეზებზე მან ბოდბეში ქადაგების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. მეუფე იაკობის განცხადებით, გიორგი გახარიას შეცვლაზე საუბარი ჯერ კიდევ პანდემიამდე მიმდინარეობდა. მისი თქმით, ამის შემდეგ, გახარიამ მოვლენებს გაუსწრო, რის გამოც მის შეცვლაზე კვლავ იყო საუბარი და ამ შემთხვევაში არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორ გადაწყდებოდა მელიას საკითხი. ასევე, მეუფე იაკობის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ მოიხსენიებენ გახარიას, როგორც ივანიშვილის პროექტს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში