ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში მოიწვია

01 ივნისი 2021, 21:01 1716 ნახვა

ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

"ჩვენ ბუნებრივია შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. მე ბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ოკუპაციის საკითხებსაც. რა თქმა უნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ამ ოპტიმიზმით და ამ პათოსით მე მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩვენი დიდი სურვილია, თქვენ გიხილოთ თბილისში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში