უმაღლეს საბჭოში ხვალ პლენარული სხდომა გაიმართება

02 ივნისი 2021, 17:45 1074 ნახვა

ხვალ, აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა გაიმართება. გადაწყვეტილება დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიიღეს. საკითხებს შორისაა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის რეგისტრაცია, რომლის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი, მოადგილე კი გიორგი კირთაძე იქნება. ამასთან დეპუტატები იმსჯელებენ მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანაზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში