უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები - უკრაინის პრემიერი

03 ივნისი 2021, 11:49 1297 ნახვა

უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული ფაქტებით, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

დენის შმიგალმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ძვირფასო მეგობრებო, ამ რთული გლობალური გამოწვევების პირობებში, რაც უკავშირდება პირველ რიგში კორონავირუსს, ჩემი ვიზიტი საქართველოში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩვენ ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენი ქვეყნების ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით.

უკრაინელი ხალხის სახელით, ქართველ ხალხს მინდა, ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთთანამშრომლობა. ამ რთული, გლობალური გამოწვევების პირობებში, რომელიც, პირველ რიგში, კორონავირუსს უკავშირდება, საქართველოში ჩემი ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ვხედავთ, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა უფრო ღრმავდება. ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისა და ჩვენი ბიზნესებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არაა მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებითა და ჩვენი პარტნიორობით. ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ერთობლივ მიზნებს ემყარება.

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვისაა საჭირო. მინდა, აღვნიშნო ჩვენი პოზიციების, ქმედებებისა და ხედვების აღმოსავლეთპარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

მისივე განცხადებით, რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები აიძულებს უკრაინასა და საქართველოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში