სენატორების ვიზიტი

03 ივნისი 2021, 17:45 763 ნახვა

ამერიკელი სენატორები საქართველოში ვიზიტსა და ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობენ. ოპოზიციის შემდეგ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მესამე სექტორის წევრების განცხადებით, სენატორების პოზიციაა, რომ პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის. ასევე ფიქრობენ, რომ  აუცილებელია ქვეყანაში სასამართლო სისტემის რეფორმა გატარდეს. კითხვაზე, რა პოზიცია დააფიქსირეს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე სენატორებმა სასამართლოში არსებულ ე.წ. „კლანზე", აღნიშნავენ, რომ ამის შესახებ ისინი ინფორმირებულები იყვნენ.  ჯინ შაჰინი და რობერტ პორტმანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე რაიონში იყვნენ. ევროკავშირის დამკვირვებლებმა სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების მხრივ შექმნილ სიტუაციაზე. სენატორები ამ წუთბში უმრავლესობის წევრებს ხვდებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში