უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

14 ნოემბერი 2016, 00:00 3218 ნახვა

უწყებათაშორის კომისიაში  დღეს მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიას, უწყებების წარმომადგენლებმა, საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ანგარიშები და რეკომენდაციები წარუდგენეს. ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რომელიც ორგანიზაციამ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროცესში დააფიქსირა. ისინი მიიჩნევენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს და ის პროფესიული ნიშნით შერჩეული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით უნდა დაკომპლექტდეს.  მესამე სექტორს შენიშვნები აქვს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების კანონმდებლობასთან, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის წესთან, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებთან  დაკავშირებით.

ამავე კატეგორიაში