ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

04 ივნისი 2021, 16:48 1659 ნახვა

ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. 

მისი განცხადებით იგი არ ეთანხმება პარტიის კურსს, საპარლამენტო ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით.

"გავედი პარტიიდან. ფრაქცია, რომელიც პარლამენტში იქმნება და ხათუნა სამნიძე უნდა იყოს თავმჯდომარე, არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად „რესპუბლიკური პარტიისთვის“, მაგრამ აღმოვჩნდით უმცირესობაში, პარტიამ სხვაგვარად გადაწყვიტა. არც ერთი წევრი იმ ფრაქციის არ მიმაჩნია იმის ღირსად, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

დღეს „რესპუბლიკური პარტია“ თამარ კორძაიამაც დატოვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში