არსებობდა, თუ არა "ენმ“-სა და გიორგი გახარიას საერთო გეგმები?

05 ივნისი 2021, 20:20 951 ნახვა

არსებობს თუ არა კავშირი გიორგი გახარიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის  სავარაუდო  გეგმაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძის თქმით შესაძლოა ხელისუფლების აყირავება გამოეწვია? საქმე ეხება  17 თებერვლას, გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე კიევიდან მიღებულ ინფორმაციას.

კობახიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას  დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ. ბრალდების ადრესატები ოცნების თავმჯდომარის განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ.  

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში