ფილიპ რიკერი საქართველოში შეხვედრებს მართავს

07 ივნისი 2021, 12:01 1166 ნახვა

ევროპელი შუამავლებისა  და  ამერიკელი სენატორების შემდეგ საქართველში ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ს  სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი იმყოფება. 

ფილიპ რიკერმა   შეხვედრები მესამე სექტორთან პოზიციების გაცვლით დაიწყო. პირველი აუდიენცია კოალიცია მედია ადვოკატირების წარმომადგენლებთან  ცოტა ხნის წინ დასრულდა და როგორც ცნობილია მთავარი საკითხები იყო ქვეყანაში არსებული მედია გარემო.  

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ  ისაუბრეს ჟურნალისტებზე თავდასხმის  კონკრეტულ ფაქტებსა და რუსულ პროპაგანდაზე. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში