ბიძინა ივანიშვილის წერილი და გამოხმაურებები

07 ივნისი 2021, 15:10 1083 ნახვა

ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“-ასეთია გიორგი გახარიას პასუხი  ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელიც დღეს დილით გავრცელდა.

შეიძლება ითქვას , რომ წერილი კრიტიკულია და ბიძინა ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელს ღალატშიც  ადანაშაულებს. ასე ფიქრობენ  ის მინისტრებიც, რომლებიც წლების განმავლობაში გიორგი გახარიას მთავრობის წევრები იყვნენ.

ირკვევა, რომ გახარიას გადაწყვეტილებამ ისინი გააოცა და უფრო მეტიც, ირწმუნებიან, რომ გახარია ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებს.

ეს ყველაფერი  ოპოზიციისთვის თამაში და იმის დასტურია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში