მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს - ფილიპ რიკერი

07 ივნისი 2021, 17:45 870 ნახვა

ამერიკელი დიპლომატი ფილიპ რიკერი მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავს. ვიზიტის შესახებ კი პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და აზიის​ საკითხებში ამბობს, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და მნიშვნელოვან მოკავშირედ შავი ზღვის რეგიონში. 

"ჩემი მთავარი მესიჯი არის, უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს წარმატება, როგორც განვითარებული, უსაფრთხო დემოკრატიისა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმებს.

ცხადია, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და მნიშვნელოვან მოკავშირედ შავი ზღვის რეგიონში. ვფიქრობ, ახლა საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი და დინამიკური მომენტია"-განაცხადა ფილიპ რიკერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში