''ქართული ოცნების'' გადაწყვვეტილება და მანანა კობახიძის უარი

14 ნოემბერი 2016, 00:00 2544 ნახვა

რამდენიმედღიანი კონსულტაციის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძე შეარჩიეს, სპორტის კომიტეტს კი მიხეილ ყაველაშვილი. მანანა კობახიძე, ამბობს რომ კომიტეტის ხელმძღვანელობაზე თავად თქვა უარი. ყოფილი ვიცესპიკერი თვეების წინ პატიმრების შეწყალების გამო, მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. რაც შეეხება ვიცესპიკერობის კანდიდატებს, ,,ქართულ ოცნებას” და „პატრიოტთა ალიანსს" არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ, ,,ნაციონალური მოძრაობა” კი, საკუთარ კანდიდატს უახლოეს დღეებში წარმოადგენს.  მეცხრე მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, პარასკევს შეიკრიბება. სწორედ ამ დღისთვის დაანონსა ვიცე- პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დასახელება.  არაოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობებს დაემშვიდობებიან ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. პარლამენტის 15 კომიტეტიდან 13-ის თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა პარტიამ 6 ნოემბერს დაასახელა. 

ამავე კატეგორიაში