სექტემბრის ბოლომდე შემთხვევების ასეთი მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდება - თამარ გაბუნია 

08 ივნისი 2021, 12:42 1082 ნახვა

სექტემბრის ბოლომდე, ვიდრე მასიური ვაქცინაცია არ გვექნება ასეთი მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა. 

თამარ გაბუნიას თქმით, არავაქცინირებული ადამიანებისთვის რისკი მაინც არის, ამიტომ ჯერ-ჯერობით თავდაცვის საუკეთესო საშუალებად ნიღბის ტარება რჩება. 

''ჩვენთან ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს და რეალური მოლოდინია იმისი, რომ მასიური ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს. რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სექტემბრის ბოლომდე მოსახლეობის 20% აცრილი იყოს. ეს ეპიდემიის დაძლევისთვის კარგი პერსპექტივა იქნება და ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობა გვექნება.

არავაქცინირებული ადამიანებისთვის რისკები რჩება და ამიტომ ვაქცინაციის ტემპი და სხვა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ. ნიღბის ტარება არის კვლავ ყველაზე ქმედითი მექანიზმი ინფექციისგან თავის დასაცავად. მიუხედავად იმისა ვაქცინირებულები ვართ თუ არ ვართ დღესდღეობით მაინც უნდა ვატაროთ ნიღაბი'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში