ხელვაჩაურის შემოვლითი გზის ტენდერის გამო ენმ ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

08 ივნისი 2021, 14:26 888 ნახვა

მდინარე ჭოროხის გასწვრივ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კორუფციის ნიშნებს ხედავენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ  ახალი ტენდერი 18 მილიონ ლარზე გამოცხადდა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი მერია  საწყისი თანხის 5 მილიონით შემცირებას გეგმავს.

ოპოზიციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს პროკურატრურას დაინტერესებისკენ მოუწოდა.

სამუშაოებს ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური ატარებს, უწყებაში საპასუხო კომენტარი არ გააკეთეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში