''ბრალდებულთა წრე უნდა გაფართოვდეს“-გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები 

08 ივნისი 2021, 18:15 1262 ნახვა

ბრალდებულ პირთა წრე უნდა გაფართოვდეს-  ამაზე  მეგი ბაქრაძის საქმის ადვოკატებმა   დღეს  გამართულ  ბრიფინგზე განაცხადეს.   

მათი თქმით,კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი  ექთნის ფაქტზე  სამხარაულის ექსპერტიზისა და რეგულირების სააგენტოს დასკვნები ამ დრომდე  არ არსებობს. ისინი  მოწმეებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ იმუნიზაციის სივრცეში ადრენალინი საერთოდ არ გაკეთებულა. ადვოკატები  პროკურატურისგან პაატა იმნაძისა და ლევან რატიანის დაკითხვას ითხოვენ.  გარდა ამისა ირწმუნებიან, რომ გაყალბებულია სამედიცინო დოკუმენტაციაც.

  27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა,  პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში