იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადახედავს შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერის საკითხს - კარლ ჰარცელი 

09 ივნისი 2021, 11:00 1016 ნახვა

მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი და ველოდები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გადახედავს შარლ მიშელის შეთანხმების ხელის მოწერის საკითხს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან 148 პარლამენტარი საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.

„მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი და ველოდები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გადახედავს შეთანხმებაზე ხელის მოწერის საკითხს, რადგან რაც გვჭირდება არის ის, რომ ეს პარტია სხვა პარტიებთან ერთად იყოს პარლამენტში როგორც კონსტრუქციული ძალა, აიღონ პარლამენტში ყოფნის პასუხიმგებლობა და გამოიყენონ შესაძლებლობები. ხელმოწერა იქნება ძალიან კარგი გზავნილი ამ მისწრაფების დასადასტურებლად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში