ახალი სკოლის მშენებლობა შუახევში

09 ივნისი 2021, 10:59 1030 ნახვა

დაბა შუახევში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება.  ამ დროისთვის  გადახურულია შენობა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტის მიხედვით, 3 სართულიანი შენობა 240 მოსწავლეზეა გათვლილი, უნდა გაკეთდეს სასწავლო და დამხმარე ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ასევე სასადილო.  

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე . აჭარაში წელს 16 სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა, 40 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებია დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში