ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევები შემცირებულია

09 ივნისი 2021, 14:54 1145 ნახვა

სასწავლო წლის ბოლოს კოვიდ 19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, აჭარაში 23 კლასი, 3 სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. მედიკოსების განმარტებით, ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში შემცირებულია. 

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 10 პაციენტი მკურნალობს,  ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომით კი პაციენტები არ ჰყავთ. 

რაც შეეხება, ზოგადად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას,  გამოვლინდა ინფიცირების 821 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 866 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.13 %-ია.

აჭარაში 71 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი.  ინფიცირების მაჩვენებლის კლების მიუხედავად კორონავირუსით სიკვდილიანობა ისევ მაღალია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 31, ბოლო სამ დღეში კი 72 კოვიდ-პაციენტი გარდაიცვალა. მიზეზებს კლინიკური ჯგუფები იკვლევენ.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში