პლენარული სხდომა - პოლიტიკური განცხადებები

09 ივნისი 2021, 15:07 932 ნახვა

პოლიტიკური განცხადებები და ურთიერთბრალდებები პლენალურ სხდომაზე. ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე პარლამენტში ამ წუთებშიც მსჯელობენ.

ოპოზიცია  ''ქართულ ოცნებას'' კანონპროექტის პირველი მუხლის პირველ პუნქტს უწუნებს და მიაჩნიათ, რომ ეს ჩანაწერი შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

სახელისუფლებო პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს ოპოზიციის შენიშვნები გათვალისწინებულია. 

''ქართულ ოცნებაში'' ენმ-ს პოლიტიკურ განცხადებებსაც უპასუხეს  და თქვეს, რომ პარტიის  პარლამენტში საქმიანობის დასაწყისი პოლიტიკური დეზორიენტაციის მაგალითია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში