გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება - ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2021, 15:24 1155 ნახვა

გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება, გუგული - არის ასეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ეჭვს გამოთქვამს, რომ მელიასთვის წასული გახარია მელიასთვისვე დაბრუნდა.

„თუ სადმე იყო „ქართულ-ჯიგრული“ კორუფცია და ნეპოტიზმი, ეს მოიკითხოს თავის თანაგუნდელებში, ამით გამოირჩეოდა სწორედ მისი გუნდი და ამიტომ მოუწია მას უკან დახევა. როცა ადამიანს არ აქვს კითხვებზე პასუხები, არაფერი აქვს სათქმელი და გუშინ 2 საათი საუბრობდა არაფერს ყველაფერზე, ასეთ დროს გადადის უზრდელობაზე, რაც იყო ძალიან დასანანი.

ძალიან მნიშვნელოვანი რამ წამოსცდა გახარიას, თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომც გადალახოს 43 პროცენტიანი ბარიერი და მან ზუსტად იცის, არ გაგვიჭირდება ამ ბარიერის გადალახვა და თქვა, რომ ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ შეიძლება მაინც ჰქონდეს ლეგიტიმაციის პრობლემა, ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა, აქაც ემთხვევა გახარიას და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს. ეს იყო წამოცდენა, რომელიც ანალიზისთვის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა. მე მექნება იმის საშუალება, რომ ამ დღეებში დეტალურად განვმარტო ყველაფერი, მათ შორის, ოპოზიციურ მედიაში.

ეს ყველაფერი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. ეს დავასრულეთ ძალიან მარტივად, პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა ეს მარტივად" - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში