საქართველო საფრანგეთისგან დახმარების სახით 483 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს

10 ივნისი 2021, 18:36 1244 ნახვა

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში საქართველო საფრანგეთისგან დახმარების სახით 483 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს. აქედან 33 მლნ ევროზე მეტი გრანტის სახით იქნება.

2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამა, მოიცავს პროგრამებსა და პროექტებს ენერგეტიკის, კერძო სექტორის განვითარების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, წყალმომარაგების, სანიტარული სექტორის, ირიგაციის, წყალმომარაგებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, მთავრობის ადმინისტრაციაში, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულმა დირექტორმა სესილ კუპრიმ მოაწერეს ხელი, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასი ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში