''ნატო-საქართველო სწავლება 2016''

15 ნოემბერი 2016, 00:00 2348 ნახვა

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადადის. ნატოს 13 წევრი  და პარტნიორი ქვეყნის ოფიცრები სიმულაციური სცენარის გასათამაშებლად ემზადებიან. სწავლება ოფიციალურად 10 ნოემბერს გაიხსნა. ის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება და მიზნად საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს.  სწავლებაში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი: თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ, და 2 პარტნიორი ქვეყნის უკრაინა და მაკედონიის, 250 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას.

ამავე კატეგორიაში