ჯო ბაიდენი ნატო-სა და ევროკავშირის სამიტებზე დასასწრებლად ბრიუსელში ჩავიდა

14 ივნისი 2021, 11:25 647 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-სა და ევროკავშირის სამიტების წინ ბრიუსელში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი დღეს ნატო-ს დანარჩენი 29 წევრი ქვეყნის ლიდერებთან 3-საათიან შეხვედრას გამართავს. სადაც, სავარაუდოდ, სხვა თემებთან ერთად, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის, ჩინეთსა და რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ.

სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. ოთხშაბათს კი ის ჟენევაში ჩავა და რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას.

ჯო ბაიდენი ბელგიაში გაერთიანებული სამეფოდან ჩავიდა, სადაც ის „დიდი შვიდეულის“ სამდღიან სამიტში მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში