ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში

14 ივნისი 2021, 19:40 846 ნახვა

ოკუპაცია კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება - ეს საკითხები მიმოიხილა ეუთოს გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. საქართველოში მყოფი ჰელგა მარია შმიდი  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას ეცნობა, ისაუბრა გამყოფი ხაზის სოფლებში ომით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვდება პრეზიდენტსა და პრემიერს. დღეს, კი ჰელგა მარია შმიდმა  ამერიკის ელჩთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები მოინახულა. ოჯახმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია, რა ღონისძიებები ხორციელდება გახელაძის გასათავისუფლებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში