გიორგი გახარიას პარტიული ოფისი ბათუმში

14 ივნისი 2021, 19:51 1981 ნახვა

გიორგი გახარიამ ბათუმში პარტიის რეგიონული ოფისი გახსნა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ორგანიზაციას აჭარაში, ბათუმის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ირაკლი მიქელაძეს უხელმძღვანელებს. ოფისთან პარტიის "საქართველოსთვის" მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ. გიორგი გახარიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კონკრეტულ კანდიდატებს დაასახელებს. ექს-პრემიერი აჭარაში რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორთან - კონსტანტინე ანანიაშვილთან ერთად იმყოფება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში