ნატოს სამიტი

15 ივნისი 2021, 11:53 1107 ნახვა

ნატოს სამიტზე საქართველო-უკრაინის საკითხი განიხილეს. ჩრდილო-ატლანტიკურმა ორგანიზაციამ კვლავ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა ასპირანტი ქვეყნის მიმართ. 

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ნატო რჩება ბუქარესტის 2008  წლის  სამიტის გადაწყვეტილების ერთგული და მომავალში  საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმასთან როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილთან ერთად. მისი თქმით,  საქართველო და ასევე უკრაინა უმნიშვნელოვანესი პარტნიორია მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში და ალიანსი კიდევ ერთხელ უჭერს მხარს ქვეყნის დეოკუპაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში