შეხვედრა ერგნეთში

15 ივნისი 2021, 14:49 782 ნახვა

ვგეგმავთ აქციებს და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, გადავალ ე.წ. საზღვრის იქით", - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ , რომელიც ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფება ერგნეთში სადაც რამდენიმე საათია  გრძელდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეასე შეხვედრა.

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები  ამ შეხვედრის დაწყებამდე უკვე შეხვდნენ სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს.   შეხვედრაზე იმყოფებოდა    ეუთოს გენერალური მდივანი.

მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა იმ ინციდენტს განიხილავენ, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში