უშედეგოდ დასრულებული შეხვედრა ერგნეთში

15 ივნისი 2021, 19:45 991 ნახვა

უშედეგოდ დასრულდა მორიგი შეხვედრა ერგნეთში. ქართული მხარის განცხადებით, მოლაპარაკებები გრძელდება. ამ ეტაპზე კი  ზაზა გახელაძის მშობლების  ცხინვალში ჩაყვანა განიხილება. საოკუპაციო რეჟიმი ზაზა გახელაძის გათავისუფლების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს. მომდევნო შეხვედრის სავარაუდო თარიღად  13 ივლისი დასახელდა. თავად ზაზა გახელაძის მშობლები ამბობენ, რომ თუ მათი შვილი 23 ივნისამდე არ გათავისუფლდება, ისინი რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ. შეხვედრას   ეუთოს გენერალური მდივანი ესწრებოდა. მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა ის ინციდენტი განიხილეს, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში