სოფლის განვითარების საბჭოს სხდომა

16 ივნისი 2021, 11:32 1760 ნახვა

სოფლის განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა დღეს ბათუმში. სადაც აჭარაში სოფლის განვითარების სტრატეგიის  2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და 2021 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონის მთავარ ფინანსურ უწყებასთან ერთად სოფლად მეწარმეობის განვითარების პროექტების დაფინანსების გაზრდას გეგმავს. 

სოფლის განვითარების ეფექტური გეგმის შემუშავებას სამინისტრო ევროკავშირის დახმარებით აპირებს.  სამინისტროს ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინეს მუნიციპალიტეტების მერებმა და პროცესში ჩართულმა სხვა პირებმაც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში