ტიკარაძე: კორონავირუსის „ინდური შტამის“ დომინანტობა მოსალოდნელია

16 ივნისი 2021, 17:48 1054 ნახვა

რა საფრთხეს ქმნის საქართველოში ინდური შტამი, რომელიც სავარაუდო მოცულობით 8 პროცენტს შეადგენს. ამ ეტაპზე კი სულ 18 დადასტურებული შემთხვევაა.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინდური შტამი შესაძლოა ქვეყანაში გახდეს დომინანტი. მისივე თქმით, ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციის ადმინისტრირებისთვის მზადაა.

ამ ეტაპისთვის ქვეყანაში მხოლოდ სინოვაკით მიმდინარეობს პირველი დოზით ვაქცინაცია. თვის ბოლოს კი საქართველო ვაქცინის ახალ დოზებს ელოდება. კორონავირუსი დღეს საქართველოში 811 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 53 აჭარაში. გარდაიცვალა 13 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში