სახალვაშოში 20 დღის წინ რეაბილიტირებული გზა ჩავარდა

18 ივნისი 2021, 15:02 1470 ნახვა

სოფელ სახალვაშოში ახლად გაკეთებული გზა ჩავარდა.  მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს, მათ გზასთან ერთად ბუნებრივი აირის ჩავარდნილი  ბოძებიც აშინებთ.

როგორც აცხადებენ, ამ ფაქტის  გამო მათ  20 დღის განმავლობაში ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდათ. გზის მოწყობის სამუშაოებისთვის 50  ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

ადგილზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებიც მივიდნენ,თქვეს რომ  რა სამუშაოებიც ევალებოდათ ყველა შეასრულეს თუმცა ფაქტის გამო გზის გამაგრება თავიდან მოუწევთ.

სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააკისრა პასუხისმგებლობა აჭარის საგზაო დეპარტამენტმაც. უწყებაში განაცხადეს, რომ გზის დაზიანება წყლის დინებამ გამოიწვია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში