ფარული ჩანაწერები-ბრიფინგი პროკურატურაში

18 ივნისი 2021, 17:55 1328 ნახვა

ფარული ჩანაწერების საქმე-საქართველოს გენერალური პროკურატურის მტკიცებით, "ტვ პირველის" ეთერში გასული ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობდნენ, გაყალბებული და მოდელირებულია. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დიალოგი შექმნილია უკანონო მოსმენებით მოპოვებული მასალის დამონტაჟებით, რედაქტირებით და შერჩეული ფიქსაციით.პროკურატურის  განცხადებით, 2011 წლის ოქტომბრიდან ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ პირებს უკანონოდ უსმენდნენ. პროკურატურის განცხადებას ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. ნოდარ მელაძე ამბობს, რომ უწყებას არც ერთი კითხვისთვის არ გაუცია პასუხი. მისი შეფასებით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება ჟურნალისტების გაჩუმებას და დაშინებას ისახავს მიზნად.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში