ერთი წელი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან

18 ივნისი 2021, 19:43 1201 ნახვა

1 წელი გახმაურებული ტრაგედიიდან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. 2020 წლის 18 ივნისს გვიან ღამით  გიორგი შაქარაშვილი მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც შემდეგ ავტობანზე გაგრძელდა. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. გამოძიების ინფორმაცით ახალგაზრდას სიკვდილამდე 16 სახის დაზიანება ჰქონდა მიყენებული.  გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში