საარჩევნო რეფორმა

20 ივნისი 2021, 15:10 1028 ნახვა

პარლამენტი საარჩევნო რეფორმას და მასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას უბრუნდება. “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს და სავარაუდოდ, მომავალ კვირასვე პლენარულ სხდომაზე გავა.

საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით განსაკუთრებული სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

კერძოდ, არსებულთან შედარებით, 2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება - თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა იქნება ოთხი ერთზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში