პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები ცესკოს თავმჯდომარეს მოუსმენენ

21 ივნისი 2021, 11:44 914 ნახვა

თამარ ჟვანია ორ საათში პარლამენტში მივა და 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებს.

საგამოძიებო კომისია, დღევანდელ სხდომაზე ახსნა-განმარტებებს პროკურატურის წარმომადგენლებისგანაც მოისმენს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა. მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა.

საგამოძიებო კომისიის წევრების შეფასებით, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში